„თავისუფალმა საქართველომ“ კახეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები
წარადგინდა. საგარეჯოში ზაზა
ცხვარიაშვილი, გურჯაანში დავით ციტაშვილი, სიღნაღში ემზარ ბეჟაშვილი,
დედოფლისწყაროში თამილა გურაშვილი, ლაგოდეხში
ვასილ ჭიჭინაძე, ყვარელში ვიქტორ ლეგაშვილი, თელავში გიორგი მოსიაშვილი,
ახმეტაში დავით ონიკაური იყრიან კენჭს.
“თავისუფალი საქართველო“, „ტარადიცონალისტთა კავშირი“ და „თეთრები“ კიდევ ერთხელ
სთავაზობენ ოპოზიუციურ ძალებს ერთიან კანდიდატებზე შეთანხმებას.
“თავისუფალმა საქართველომ დღეს, კახეთში წარადგინდა მაჟორიტარობის კანდიდატები, კახეთი
ჩვენთვის არის სტრატეგიული რეგიონი, აქედან გვაქს ჩვენ დიდი მხარდაჭერა, გამომდინარე
იმ ინიციატივიდან, რომელიც "თავისუფალ საქართველოს" ეკუთვნის და რომელიც რუსეთის
ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტს გულისხმობს, ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს,
რომ კახელები მხარს დაუჭერენ „თავისუფალ საქართველოს“ „-განაცხადა კახა კუკავამ.
internet.ge