ჯვარისელებმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს წარსული საქმიანობა შეახსენეს
ამბროლაურის რაიონის სოფელ ჯვარისის მოსახლეობამ დღეს, კოალიცია „ქართული
ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატთან შეხვედრა არ ისურვა.
დავით დარახველიძე, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში
რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორი იყო, ამამომრჩეველთან
შეხვედრას შეეცადა, თუმცა, დეპუტატობის კანდიდატს წარსული საქმიანობა
შეახსენეს და სოფლიდან გააძევეს.
ადგილობრივების განცხადებით, დარახველიძე რეგიონში უშუქობასთან, უგზოობასთან, კრიმინალთან, უკანონო გარიგებებთან, მიწების მიტაცებასა და კორუფციასთან ასოცირდება .
internet.ge