კოალიცია
"ქართული
ოცნების"
საგარეჯოს
მაჟორიტარი
დეპუტატობის
კანდიდატი
თინათინ ხიდაშელი იორმუღანლოს სოფელების თულარის, კაზლაროს და მუღანლოს
მოსახლეობას
შეხვდა.
როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა თულარის, კალზაროს და მუღანლოს მოსახლეობას იგივე პრობლემები აწუხებს, რაც სოფლად მცხოვრები ადამიანების უმრავლესობას, თუმცა მთავარ პრობლემად მიწების საკუთრება რჩება.
სოფლის
პრობლემებზე
საუბრის შემდეგ თინა ხიდაშელმა მოსახლეებს კოალიციის სოფლის პროგრამა წარუდგინა და მიწების დაბრუნებას და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობას დაპირდა.
ამასთან, ხიდაშელმა დაკავებული აქტივისტების ოჯახის წევრებიც მოინახულა, რომლებიც რამდენიმე დღის წინ იორმუღანლოში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ დააკავეს.
Internet.ge