ბაქრაძემ მესტიასა და ჩხოროწყუში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მესტიასა და ჩხოროწყუში
„ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მესტიაში მმართველი პარტიის სახელით კენჭს
კანდიტ კვიციანი იყრის.
„სვანეთში აღმშენებლობითი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, განახლებული
მესტია ტურისტებს ნიშნავს, რომლებსაც ქვეყანაში ფული შემოაქვთ“,- აღნიშნა დავით
ბაქრაძემ.
რაც შეეხება ჩხოროწყუს მაჟორიტარობის კანდიდატს, ბაქრაძემ ვახტანგ
ლემონჯავა სოფელ ლესიჭინეში დაასახელა.
internet.ge