მიხეილ სააკაშვილმა სამტრედიელებს მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტმა სამტრედიაში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ჯანელიძე პირადად წარადგინა.
მისი
თქმით, ჯანელიძეს, რომელიც პროფესიით ექიმია, ყველაზე უკეთ ესმის სამტრედიელების გაჭირვება და ის პრიორიტეტები, რომლებსაც დაზღვევის სახით მოსახლეობას სახელმწიფო სთავაზობს.
გარდა
ამისა, პრეზიდენტი სამტრედიის განვითარების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ სამტრედიაში რკინიზის სამმართველო უახლოეს კვირაში აღდგება. მისი თქმით, სამტრედიაში საავიაციო მიმოსვლაც უნდა არსებობდეს.
„სამტრედია
პირდაპირ ევროპას უნდა დაუკავშირდეს, ვინც გვეუბნება, რომ არ აქვს მნიშვნელობა ევროპასთან ვიქნებით თუ რუსეთთან, ის გაურკვევლობას
თესავს. ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც საქართველოს ერთიანობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს,“-
დასძინა სააკაშვილმა.
Internet.ge