გურამ პეტრიაშვილი: პირველი სესია გამსახურდიას უზენაესი საბჭოს დეპუტატებმა უნდა გახსნან
“ლეიბორისტული პარტია” კიდევ
ერთხელ მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს მხარი დაუჭირონ ლეიბორისტების ინიციატივას, რომელიც ითვალსწინებს ახლადარჩეული პარლამენტის პირველივე სხდომა გახსნან საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის, ზვიად
გამსახურდიას
დროინდელი
უზენაესი საბჭოს წარმომადგენლებმა.
აღნიშნულის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ის
„ლეიბორისტული პარტიის“ პრეს-სამსახურმა აცნობა.
როგორც
პარტიის საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელმა,
გურამ პეტრიაშვილმა განაცხადა, სხვა შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმაცია ვერ მოხდება და ჩვენი ქვეყანა იქნება დაქცეული და განადგურებული.
“კიდევ
ერთხელ მოვუწოდებთ არჩევნებში მონაწილე ოპოზოციურ პარტიებს, მხარი დაუჭირონ ლეიბორისტული პარტიის შეთავაზებას.” – დასძინა პეტრიაშვილმა.
internet.ge