საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, კავკასიაში
პირველად, საქართველომ მრავალეთნიკური და მრავალრელიგიური სახელმწიფო შექმნა.
როგორც პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, ის
ვინც გააღვივებს და ხელს შეუწყობს რელიგიურ შუღლს, საქართველოს მტერია, ასევე,
საქართველოს მტრად ჩაითვლება ის, ვინც მოსახლეობის რაიმე
ნიშნით დაყოფას დაიწყებს.
პრეზიდენტის თქმით, მთლიანად კავკასიაში სტუმართმოყვარე ხალხი
ცხოვრობს, ხოლო რაც შეეხება საქართველოს, მის თავისუფლების ინსტიქტს ვერაფერი
შეაჩერებს.
„დღეს მე შევხვდი რუსეთის მოქალქეებს, რომლებიც საქართველოში უვიზოდ
შემოდიან. მათ მითხრეს თქვენც ჩამოდით ჩვენთანო, მაგრამ მერე თვითონვე მიხვდნენ,
რომ ეს შეუძლებელია და კიდევ ერთხელ დავინახე ტრაგიზმი. ეს შეიცვლება, ჩვენ ყველა სტუმრის ჩამოსვლა გვიხარია. ჩვენი
თავისუფლების ინსტიქტს კი ვერაფერი შეაჩერებს“,- განაცხადა სააკაშვილმა.
internet.ge