„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები - დავით გამყრელიძე და ფიქრია ჩიხრაძე ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად ქალაქ ლაგოდეხის მოსახლეობას შეხვდნენ.
დავით გამყრელიძემ შეხვედრაზე ‘’ახალი მემარჯვენეების" პროგრამის პრიორიტეტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მოსახლეობაში მთავარი პრობლემაა ადამიანების დაუსაქმებლობა და ოჯახების უშემოსავლოდ დარჩენა.
“მემარჯვენეების მთავარი საზრუნავია, რომ ოჯახებს გაუჩნდეთ შემოსავალი მინიმუმ
1000 ლარის ოდენობით თვეში და არა 4 წელიწადში, როგორც ამას ხელისუფლება და ვანო მერაბიშვილი პირდება საზოგადოებას და ეს სავსებით შესაძლებელია”,- განაცხადა გამყრელიძემ.
მოსახლეობას ფიქრია ჩიხრაძემ და ზურაბ ჯაფარიძემაც მიმართეს და 2012 წლის არჩევნების განსაკუთრებულობაზე და მოსახლეობის აქტიურობის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება.
internet.ge