GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ორნიშნა უპირატესობა აქვს
16:11 25.08.2012
დღის სიახლეები

„იმ ამომრჩევლებიდან,  რომლებიც სავარაუდოდ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 55-33% უპირატესობით უსწრებს წამყვან ოპოზიციურ პარტია - "ქართულ ოცნება“-ს", - აღნიშნული კვლევა საერთაშორისო კვლევით ცენტრს - "გრინბერგ ქუინლან როზნერს" ეკუთვნის, რომლის მიხედვითაც,  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 46%-ს იღებს  ყველა ამომრჩეველს შორის. "ქართული ოცნება“ -  24%-ს და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ (ქდმ) - 5%-ს, "ახალი მემარჯვენეები“ - 3%-ს, "ლეიბორისტული პარტია“ კი - 1%-ს.

იმ  ამომრჩევლებს შორის, რომლებიც სავარაუდოდ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას (რომელიც შერჩეულთა 58%-ს წარმოადგენს), "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩეველთა ხმების 47%-ს იღებს, ხოლო "ქართული ოცნება“ 26%-ს.

რაც შეეხება, გამოკითხულთა იმ ნაწილს, რომლებსაც არჩევნებში მონაწილეობა ჯერ არ გადაუწყვეტიათ აქ ხმები ასე გადანაწილდა: "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხმების 55%-ს იღებს, "ქართული ოცნება“  – 33%-ს და ქდმ 5%-ს.

კითხვაზე: თქვენი აზრით, ზოგადად ქვეყანაში მოვლენები ვითარდება სწორი მიმართულებით თუ თვლით, რომ მოვლენები ვითარდება არასწორი მიმართულებით?

51- მა უპასუხა რომ ქვეყანაში მოვლენები სწორი მიმართულებით ვითარდება. უარყოფითი პასუხი ჰქონდა 31%-ს.

ცნობისთვის, კვლევის შედეგები დღეს მმართველმა პარტიამ გამოაქვეყნა. კვლევის დამკვეთიც თავადაა.

აღნიშნული კვლევა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ჩატარდა. გამოიკითხა 1 500 რესპოდენტი.

ამასთან, როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ,  ეს შედეგები სრულიად შეესაბამება NDI-სა და IRI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებს,  რომელთა მიხედვითაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“-ს მნიშვნელოვანი ორნიშნა უპირატესობა აქვს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო1
შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის შენობაში დევნილები შეიჭრნენ2
„ლიბერთი ბანკი“ მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის3
საგზაო შემთხვევა: გარდაცვლილია ქალბატონი4
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X