ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მოლოდინია,
რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას,
"გრინბერგ ქუინლან როზნერი“
აგვისტოში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს. კვლევა „ნაციონალური
მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარდა.
„საქართველოს მოქალაქეების 2/3-ზე მეტი,
69% მოელის, რომ 2012 წლის ოქტომბრის
საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება - რაც ივლისის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით არის
გაზრდილი. ამომრჩევლები 2012 წლის არჩევნებს სამართლიანობისა და თავისუფლების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად დიდი მოლოდინით ხვდებიან.
ჩვენი ფოკუს
ჯგუფები აჩვენებენ,
რომ ეს
მოლოდინები წარმოიშვა
ისეთი ფაქტორებისგან, როგორიცაა ბოლო
პერიოდში საარჩევნო
სიების დახვეწა
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
მიერ, მოსალოდნელი დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა, და ის ფაქტი,
რომ ამომრჩეველი აცნობიერებს, რომ მომავალი არჩევნები უფრო
მეტად კონკურენტუნარიანია ვიდრე წინა
არჩევნები“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge