საქართველოს
პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში ნებაყოფლობით რეზერვში
გაწევრიანებული ადამიანების რიცხვი ზაფხულამდე 100 000 მიაღწევს.
როგორც
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ბოლო ცხრა თვის
განმავლობაში, რეზერვში სულ 50 000 ადამიანი ჩაეწერა.
აღნიშნული
ციფრი კი, იმ ადამიანებზე მეტყველებს, ვისაც თავისი ქალაქის, უბნის, კორპუსის
დაცვა სურს, ამისათვის კი ისინი სახელმწიფოსგან წვრთნას და იარაღს ითხოვენ.
„ვინც
დღეს საქართველოში ხელს
აღმართავს ქართული ჯარის
იდეაზე, მათ შორის
რეზერვისტთა იდეაზე, მე ვაცხადებ, რომ ის პირდაპირ საქართველოს მტერს ემსახურება“,-
განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის
პირველი პირის შეფასებით, ის ადამინები, რომლებიც ნებაყოფლობით რეზერვში
წევრიანდებიან, სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსისა და აღმსარებლობის ხალხია, მაგრამ
მათ ყველას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა აერთიანებთ.
„ჩვენ
არასდროს უნდა აღმოვჩნდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც საქართველოს ერთ ნაწილს
მტერი ჯიჯგნიდა, ხოლო მეორე
ნაწილში რესტორნები სავსე
იყო. სამწუხაროდ
ჩვენ ქვეყანაში ასეთი პერიოდიც იყო“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
Internet.ge