პარლამენტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს
პარლამენტი,
მიმდინარე
კვირას, „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებებს დაამტკიცებს.
პლენარულ
სხომებზე, კანონმდებლები აღნიშნულ პროექტზე, მეორე და მესამე მოსმენით იმსჯელებენ და კვირის ბოლომდე, ცვლილებებს დაამტკიცებენ.
ამას
გარდა, საკანონმდებლო ორგანო, მიმდინარე
კვირას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრს, დაამტკიცებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს
ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი
სამი კანდიდატიდან, პარლამენტს ერთის შერჩევა მოუწევს. კანდიდატები კი არიან - გივი კუბლაშვილი, ზაზა კორინთელი (ზუმბა) და გიორგი
ჯანოაშვილი.
ასევე,
პარლამენტი, მიმდინარე კვირას, რამდენიმე საერთაშორისო ხელშეკრულებზეც იმსჯელებს, რომელთა შორისაა -
საქართველოსთვის
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკისაგან და საერთაშორისო
განვითარების ასოციაციისგან კრედიტის გამოყოფის საკითხი.
ამასთან,
მიმდინარე
კვირაში, პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების შესახებ მთავრობის ინფორმაციასაც მოისმენს, რომლის თანახმად, 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, რეალური
მთლიანი შიდა პროდუქტი 7%–ით გაიზარდა. ნომინალურ გამოხატულებაში მშპ–მ 24.2 მლრდ
ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის მაჩვენებელზე 3,5 მილიარდით მეტია. სახელმწიფო ბიუჯეტში
მობილიზებულმა სახსრებმა კი, 7 437, 0 მლნ ლარი, მათ
შორის საგადასახადო შემოსავლებმა 5 802,0 მლნ ლარი შეადგინა.
internet.ge