რუსთავის მერად ლაშა მინდელი დაინიშნა.
აღნიშნული ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს მერიაში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, მინდელი სამსახურეობრივი
მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა. ის ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ ქალაქის საკრებულოსა და მერიის სამსახურების წინაშე დღეს ოფიციალურად წარადგინა.
რაც შეეხება ყოფილ მერს, ზაქარია დარჩიაშვილი გუბერნატორის პირველი მოადგილედ დაინიშნა.
მინდელს რუსთავის მერის თანამდებობა 1999
წლიდან 2001 წლამდე ერთხელ უკვე ეკავა.
Internet.ge