ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასრულა შიდა ტექნიკური პროცედურების გატარება, რითაც
ამიერიდან აშშ-ის საელჩოებსა და საკონსულოებს
საშუალება ეძლევათ, გასცენ ამერიკის ვიზა ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებზე - იუწყება რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისს აშშ-მ ოფიციალურად აღიარა ნეიტრალური სტატუსის მქონე სამგზავრო დოკუმენტი.
Internet.ge