საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი დღეს, ქალაქ
რუსთავში ჩავიდა, სადაც მომდევნო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე სამრეწველო
ობიექტს დაათვალიერებს.
თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი სამხრეთ კავკასიის
რეგიონში აზოტოვანი სასუქების ერთადერთ მწარმოებელ, ქიმიურ საწარმო „აზოტ"-ს
ესტუმრა. ქარხნის წარმომადგნლებმა ვანო მერაბიშვილს გააცნეს საწარმოო პროცესი და
საწარმოს გაფართოების გეგმები, რის შედეგადაც „აზოტი"-ს წარმადობა გაორმაგდება.
პრემიერ-მინისტრი საწარმოში არსებული სამუშაო პირობებითაც დაინტერესდა.
საწარმოში ამჟამად 2335 ადამიანი არის დასაქმებული
და მათი საშუალო ხელფასი 850 ლარს შეადგენს. კომპანიას საკუთარი პროდუქცია
ექსპორტზე ამერიკისა და ევროპის ათამდე ქვეყანაში გააქვს.
internet.ge