ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ
მაღალმთიანი რეგიონები მოსახლეობისგან დაიცალა.
„ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მაღალმთიანი რეგიონებისთვის სპეციალური
კანონი ამოქმედდება, თითოეულ სოფელს თვითმართველობა ეყოლება, რომლებიც
კორდინირებულად იმუშავენენ ცენტრალურ ხელისუფლებასთან. აქ უნდა განვითარდეს
ტურიზმი“,- განაცხადა ივანიშვილმა.
კოალიციის ლიდერი მიწისძვრისგან დაზარალებულთა კომპენსაიების
საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ხელისუფლებისგან ფულადი დახმარება 500-ზე მეტ
ოჯახს არ მიუღია.
საუბრის ძირითადი ნაწილი ოქტომბრის არჩევნებსაც შეეხო.
„შემოდგომაზე დიდი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ ბრძოლა ჩვენი
სამშობლობისთვის. ამ ბრძოლაში
ჯარისკაცებად უნდა ვიქცეთ“,- დასძინა ივანიშვილმა.
internet.ge