ივანიშვილმა ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად დავით დარახველიძე დაასახელა
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ამბროლაურის მაჟორიტარ დეპუტატობის
კანდიდატად დავით დარახველიძე დაასახელა და ბორჯომის მოედანზე შეკრებილებს მოუწოდა
არჩევანი სწორედ ამ კანდიდატზე შეაჩერონ.
მისი თქმით, დარახველიძე ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც შევარდნაძის
გუნდიდან ვარდების რევოლუციის შემდეგ თანამდებობაზე დარჩა.
„ბატონი დავითი კონტროლის პალატას ხელმძღვანელობდა და ვერ მომიძებნით
ადამიანს, ვინც მის მაქინაციაზე გაამახვილებს ყურადღებას. უწესიერესი კაცია და
გაჰყვევით მას. ის წამოვიდა მმართველი გუნდიდან იმიტომ, რომ იმ უსამართლობას
ვერ შეეგუა, რასაც სააკაშვილი თესავდა“,-
აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე განცხადებით, ოქტომბრის არჩევნებზე კოალიციამ მაღალი
მაჩვენებლით უნდა სძლიოს „ნაციონალურ მოძრაობას“.
„ჩემი თანაგუნდელები მაწვდიან ინფორმაციას, რომ რეგიონებში არჩევნებზე
„ქართულ ოცნებას უჭერენ მხარს, თუმცა პრობლემაა მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით,
ამიტომ გთხოვთ, ნუ აჰყვებით სააკაშვილის პროვოკაციას, და არჩევანი გააკეთეთ ქართულ
ოცნებაზე, რადგან ჩვენ ყველა ერთი გუნდი ვართ. გვინდა უმრავლესობა პარლამენტში,
რომ ჩვენი დამაჯერებელი გამარჯვება არ გაასაჩივრონ, თან ძნელი იქნება მჟორიტარების
გარეშე საქმის კეთება“,- დასძინა ივანიშვილმა.
Internet.ge