კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა
ივანიშვილი დღეს საარჩევნო შეხვედრებს იმერეთში გამართავს.
კოალიციის პრესსამდივნოს ინფორმაციით, ამ
წუთებში ივანიშვილი მხარდამჭერებს ტყიბულში
ხვდება, ხოლო 15:00 საათზე თერჯოლაში შეხვდება.
ამასთან, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბიძინა
ივანიშვილი დღეს ონში, ბარაკონის ღვთისმშობლის ტაძარში ლოცვას დაესწრო.
internet.ge