"ნაციონალური მოძრაობა" საკუთარ ვებ-გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც თან ურთავს სიას პარტიაში განხორციელებული შემოწირულობების შესახებ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გავიმარჯვოთ სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ფინანსური გამჭვირვალობა ძალზე მნიშვნელოვანი კომპონენტია ნებისმიერი დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი ქვეყნისათვის, მით უმეტეს, არჩევნების პერიოდში ეს საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და აქტუალობას იძენს.
ამიტომ ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით და ახლაც გამოვთქვამთ სრულ მზაობას, საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩევლებს, მედიის წარმომადგენლებს, ოპონენტებსა თუ სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ჩვენი შემომწირველებისა და შემოწირულობების შესახებ", ნათქვამია განცხადებაში, რომელიც მმართველი პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, განცხადებას თან ახლავს შემომწირველთა სიაც.
იხ. ბმული
internet.ge