აგვისტოში "ნაციონალურ მოძრაობაში" ფულადი შემოწირულობა 270 პირმა განახორციელა
16:18 28.08.2012
|
დღის სიახლეები
|
მიმდინარე თვეს "ნაციონალურ მოძრაობაში" ფულადი შემოწირულობა 270 პირმა განახორციელა, აღნიშნულ ინფორმაციას მმართველი პარტია საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
მმართველი გუნდის პრესს-სპიკერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის მზადაა საზოგადოებას, ამომრჩევლებს, მედიის წარმომადგენლებს, ოპონენტებსა თუ სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს პარტიის შემომწირველებისა და შემოწირულობების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე მიმდინარე თვეს განხორციელებული შემოწირულობებისა და შემომწირველების შესახებ პარტიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|