მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა გამოცემა ექსპერტ ონლაინთან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს დევნილი ქართული მოსახლეობის რეგიონში, საკუთარ სახელებში დაბრუნებას და კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი გეგმა, ქართული სოფლების დანგრევის შესახებ, კვლავ ძალაშია.
"ნანგრევები სამხრეთ ოსეთში, ქართული იქნება ის თუ ოსური, უნდა აღებულ იქნას" - განაცხადა მან.
თუმცა თავისი წინა განცხადებისგან განსხვავებით, თიბილოვი ამბობს, რომ ქართულ სოფლებში დანგრეული სახლების ნაცვლად ახალ სახლებს ააგებენ. მანამდე კი აცხადებდა, რომ ეს ტერიტორიები არასაცხოვრებელ, საწარმოო ზონად უნდა გადაკეთებულიყო.
ამასთან, თიბილოვი ამბობს, რომ ზოგადად, რეგიონში ქართულ სოფლებთან დაკავშირებით, ქართული მხარე ცრუობს და რეალურად, არანაირი ქართული სოფლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ არსებობს. ‘’არსებობს მხოლოდ რამდენიმე სოფელი, სადაც შერეული ქართულ-ოსური მოსახლეობა ცხოვრობდა და იქაც, უმრავლესობა ოსები იყვნენ" – განაცხადა თიბილოვმა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არ აპირებს დევნილ ქართველთა დაბრუნებას.
‘’ჩვენ ხელგაშლილები არ შევხვდებით ქართველებს, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მონაწილეობდნენ მტრულ საქმიანობაში" – განაცხადა თიბილოვმა.
Internet.ge