დაღესტანში სულიერი ლიდერის მკვლელობის გამო ვითარების დესტაბილიზაციას პროგნოზირებენ
დაღესტანში თავდასხმის შედეგად მოკლულია რესპუბლიკის მუსულმანთა მოქმედი სულიერი ლიდერი შეიხი საიდ აფანდი ჩირკეისკი.
ადგილობრივი სამართალდამცავი წყაროების ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტმა-თვითმკვლელმა აამოქმედა, რომელიც შეიხთან მრევლის სახით მივიდა, თუმცა შემდეგ თავი აიფეთქა. ის ქალი იყო.
შედეგად შეიხის გარდა, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 წლის ბავშვი.
საიდ აფანდი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი შეიხი იყო რესპუბლიკაში, მას ათობით ათასი სულიერი მოწაფე ჰყავდა. როგორ ექსპერტები ამბობენ, ეს მკვლელობა დაღესტანში მძიმე შედეგების მომტანი იქნება და ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
Internet.ge