ფანჯიკიძე: ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს
ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ივანიშვილის
მოქალაქეობის საკითხი ერთი ადამიანის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ფანჯიკიძემ განაცხადა მათ
სახელისუფლებო წრეები სთავაზობენ მიმართონ პრეზიდენტს ორმაგი მოქალაქეობის
მოთხოვნით. "მაგრამ რატომ უნდა წავიდეთ იმ
გზით, რომლის გადაჭრაც დამოკიდებული იქნება პრეზიდენტის ნებაზე? -
კითხულობს ფანჯიკიძე.
"უცნაური იქნებოდა მიგვემართა პრეზიდენტისთვის მოქალაქეობის აღდგენის
თხოვნით, ან კი რატომ უნდა იყოს დამოკიდებული ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის
საკითხი იმ ადამიანის ნება-სურვილზე, რომლემაც სწორედ თავისი ნება-სურვილით
ჩამოართვა მას მოქალაქეობა?" - განაცხადა ფანჯიკიძემ.
Internet.ge