|
10:21 16.10.2012
|
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. ამ დროისათვის უცნობია ფრაქციის ხელმძღვანელი პირების ვინაობა და ფრაქციების რაოდენობა. |
| |
10:15 16.10.2012
|
კოალიცია "ქართული ოცნება“ პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის. კოალიციის წევრის, დავით საგანელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნას. |
| |
19:05 15.10.2012
|
„ნაციონალური მოძრაობა“ თანამედროვე, ახალი ტიპის პარტია გახდება, რომელიც მყარი დემოკრატიის შექმნას ჩაუყრის საფუძველს. მე მაქვს გეგმა, ჩემს მეგობრებთან ერთად, შევქმნათ ახალი თანამედროვე პარტია“,- განაცხადა მერაბიშვილმა. |
| |
19:01 15.10.2012
|
„ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის ოპოზიცია არასოდეს იქნება. 8 წლის განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო ქვეყნის წარმატებისთვის გაგვეკეთებინა ხელისუფლებიდან“,- განაცხადა ბაქრაძემ. |
| |
19:00 15.10.2012
|
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ის ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა თანაპარტიელებთან შეხვედრისას გააკეთა. |
| |
18:47 15.10.2012
|
„ჩვენ მათ ვუტოვებთ კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურას და მათ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენონ. არ გაგვიხარდება ახალი მთავრობის არც ერთი მარცხი და წაბორძიკება“,- განაცხადა სააკაშვილმა. |
| |
18:32 15.10.2012
|
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ისტორიის გადაწყვეტაში, მნიშვნელოვან როლს შეინარჩუნებს. |
| |
17:11 15.10.2012
|
"როცა მედიაში ნიკოლაიშვილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ვერც კი გავიხსენე ვინ იყო, რამაზ ნიკოლაიშვილი მეგონა. მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას რეალობასთან და ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა სუბარმა. |
| |
14:58 15.10.2012
|
ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას მისი კონკრეტული ნაბიჯებით, რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ არსებული პოზიციებით შეაფასებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა. |
| |
14:38 15.10.2012
|
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 65 დეპუტატი ეყოლება, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 85. |
| |
14:05 15.10.2012
|
„თითქმის ჩამოვაყალიბეთ თანამშრომლობის ახალი სქემა, რომელიც 2014–დან 2020 წლამდე გაგრძელდება, 6–7 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რათა გადადგას ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა. |
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|