ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ
ჭიაბერაშვილი ღუდუშაურის კლინიკაში
იმყოფება.
ოფიციალური
კომენტარი მინისტრს ამ დრომდე არ გაუკეთებია, მან დაშავებულები მოინახულა,
რომლებიც დღეს კლინიკაში მიიყვანეს.
შეგახსენებთ,
რომ საქართველო-რუსეთის საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, საქართველოს
ტერიტორიაზე, აღმოჩენილია შეიარაღებული ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ
ხორციელდება აღნიშნული ჯგუფის დევნის ოპერაცია. შსს ქვედანაყოფებს ბლოკირებული
აქვთ ხეობა.
საქართველოს
მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომები მიღებულია.
internet.ge