საარჩევნო პროცესში მედია მონიტრინგს დაექვემდებარებული ბეჭდური გამოცემების ჩამონათვალი შეიცვალა
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულმა კომისიამ იმ საგაზეთო გამოცემების განახლებული ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომლებიც „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილების თანახმად მონიტორინგს დაექვემდებარა.
15 აგვისტოს გამართულ საჯარო სხდომაზე „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი
გამოყენების
წესის“ შესახებ დადგენილება დამტკიცდა. დადგენილების თანახმად მონიტორინგი იმ გაზეთებზე გავრცელდება, რომლებიც ცენტრალური ან ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით ფინანსდება.
საარჩევნო
პროცესში კომისია ზედამხედველობას
შემდეგ ბეჭდურ გამოცემებს გაუწევს:„ეგრისის მაცნე“; „გურჯაანი“; „გაზეთი
ბოლნისი“; „მოდინახე“; „ენციკლოპედია
ქუთაისი“; „ლიტერატურული მესხეთი“(ადიგენი); „ჩემი
აფხაზეთი“; „ვრასტანი“ „გურჯისტანი“; „ონი News“; “ახალი
ხარაგაული”;
„ლიტერატურული
მესხეთი“
(ახალქალაქი); „ყაზბეგის მაცნე“, „კოლხეთი“;
„ბახტრიონი“; „თერჯოლა“; „ხობის
მოამბე“;„სამტრედიის მაცნე“.
ასევე, კომისია ზედემხედველობას გაუწევს გამოცემებს: „ზესტაფონის მოამბე“;„დუშეთის მაცნე“;„აჭარა“; „ადჟარია“; „ყვარელი“;„ხონი“; „იმერეთის მოამბე“; ახალი წყალტუბო; „24 საათი“; „აბაშის მაცნე“; „ტყიბულის დროით“; „თავისუფალი მრწამსი“; „თვითმართველობის მაცნე“; შპს „შირაქი“; “გარეჯის მაცნე” „მცხეთა“; „გორის მაცნე“; „ქარელის მოამბე“.
internet.ge