მას შემდეგ, რაც უკრაინაში ცნობილი გახდა უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება იულია ტიმოშენკოს მიმართ განაჩენის ძალაში დატოვების შესახებ, კიევში ექს-პრემიერის პოლიტიკურმა გაერთიანება "ბატკივშინამ" მართლმსაჯულების სიმბლური დაკრძალვის ცერემონიალი მოაწყო.
სახალხო დეპუტატებმა უმაღლეს სასამართლოსთან სასახლე მიიტანეს, რომელშიც თემიდას პატარა ძეგლი მოათავსეს.
იქვე ამოთხარეს მცირე ზომის ორმოც, რომელშიც სასახლე ჩაასვენეს და ჯვარი ჩასვეს, რომელზეც მინიშნებაა, რომ "აქ უკრაინული მართლმსაჯულებაა დაკრძალული".
ე.წ. საფლავზე დეპუტატებმა გვირგვინიც დადეს, წარწერით - "უკრაინის მართლმსაჯულებას - ოპოზიციისგან".
internet.ge