ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გარკვეული სახის შეზღუდვები კვლავ
მოქმედებს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს კლინიკის მიმღებში განუცხადეს, მობილიზაცია
სავარაუდოდ დღის 14:00 საათისთვის მოიხსნება.
როგორც კლინიკის პერსონალი აცხადებს, ამ დროისთვის მნახველებისა და
ჟურნალისტების კლინიკაში შესვლა
შეზღუდულია.
რაც შეეხება დევნის ოპერაციისას
დაჭრილ სამხედროს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯარისკაცი
ბარძაყის არეში დაიჭრა. მას ქირურგიული დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს.
internet.ge