"ისააკმა" ლუიზიანაში ნახევარი მილიონი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა
11:35 30.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ტროპიკული ქარიშხალის "ისააკის" გამო ახალი ორლეანის ხელისუფლებამ ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.მოსახლეობას სახლებიდან გასვლა მზის ჩასვლის შემდეგ გათენებამდე აკრძალული აქვს.
დაცარიელებულ ქუჩებში პოლიცია პატრულირებს. წუხელ ქალაქში ძლიერი ქარი და წვიმა დაიწყო.გადაუღებელი წვიმის გამო ლუიზიანას შტატის ბევრი რაიონი უკვე დაიტბორა. მოსახლეობა შენობების სახურავებზე ადის, რათა გადარჩეს.
ქარიშხლის გამო რამდენიმე შტატში დაიხურა აეროპორტებიც, მათ შორის ლუიზიანაში, მისისიპისა და ალაბამაში. გადადებულია 1500 რეისი. დაახლოებით 600 ათასი აბონენტი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ბოლო ინფორმაციით, "ისააკი" ნელ-ნელა ძალას კარგავს და ისევ ტროპიკულ შტორმად გარდაიქმნება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|