კობა სუბელიანი, დევნილ ბავშვებთან ერთად, ფოთის პროფესიულ კოლეჯ ,,ფაზისს“ ეწვია
15:29 24.03.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, კობა სუბელიანი, დღეს, დევნილ მოსწავლეებთან ერთად, ფოთში სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯ ,,ფაზისს“ ეწვია. მინისტრი კოლეჯში ფოთის დევნილთა ახალი დასახლების იმ მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასელებთან ერთად მივიდა, რომლებიც პროფესიული განათლების მიღებით დაინტერესებულები იყვნენ. მინისტრი ბავშვებს მათ სურვილებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, პირადად დაათვალიერებინა აღნიშნული კოლეჯი და პროფესიული განათლების 1000 ლარიანი ვაუჩერის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მინისტრი ასევე პროფესიულ კოლეჯ "ფაზისში" დასაქმებულ, აფხაზეთიდან დევნილ პედაგოგებს შეხვდა, პირადად გაესაუბრა და მათი საქმიანობით დაინტერესდა. ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია თითოეული დევნილის დასაქმება. აღნიშნული გადამზადება დევნილ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს უფრო გაიღრმავონ ცოდნა და შეიძინონ პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში მათი დასაქმების რეალური საფუძველი გახდება. პროფესიული განათლების მიღების მსურველები სახელმწიფოსგან 1000 ლარიან ვაუჩერს იღებენ და სასურველ სასწავლებელს თავად ირჩევენ. ვაუჩერით სრულად ფინანსდებიან სოციალურად დაუცველი სტუდენტები, მიმდინარე წლის ცხრა კლასდამთავრებულები და მეთორემეტე კლასელები, რომელთაც სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესიული განათლების მიღება გადაწყვიტეს. სახელმწიფომ პროფესიული განათლების დაფინანსებისათვის 7 მილიონი ლარი გამოყო, რაც 7 ათას ადამიანს საშუალებას მისცემს, ისწავლოს, იშრომოს, გახდეს პროფესიონალი და დასაქმდეს. Internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|