რუსთავის
№16 დაწესებულებასთან
ხალხის სამსახურში საზოგადოებრივი მისაღები ამოქმედდა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ინფორმაციით,
ვიზიტორებისთვის
საზოგადოებრივ
მისაღებში
შექმნილია
კომფორტული
გარემო, გამარტივებულია პროცედურული საკითხები, მოქმედებს სწრაფი, სრულყოფილი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისი.
სასჯელაღსრულების,
პრობაციისა
და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ აღნიშნული რეფორმა მსჯავრდებულის ოჯახის წევრების, უფლებების დამცველებისა და სხვა პირების სასჯელაღსრულების
დაწესებულებებთან
მარტივი ურთიერთობისა და მაქსიმალური ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის
მიზნით დანერგა.
კალმახელიძის უწყების ცნობით, მოქალაქეებს ემსახურებიან კონკურსის წესით დასაქმებული მაღალკვალიფიციური
საზოგადოებრივი
კონსულტანტები,
რომლებმაც
რამდენიმე
ეტაპიანი სპეციალური მომზადების პროგრამა გაიარეს.
„საზოგადოებრივი მისაღებში შესაძლებელია: მსჯავრდებულთან პაემანზე წინასწარი რეგისტრაცია, საჭირო ინფორმაციის და კონსულტაციის მიღება, განცხადების ჩაბარება და სხვა პროცედურების გავლა სწრაფად და კომფორტულად.
დამატებითი
სერვისის სახით ვიზიტორებისათვის
უფასო იურიდიული კონსულტაცია, საბანკო სერვისი, უფასო ინტერნეტი და საბავშვო კუთხეა გათვალისწინებული.
საზოგადოებრივი
მისაღები უკვე №8, №18,
№15 და
№19 დაწესებულებებთან
ფუნქციონირებს.
ეტაპობრივად
კი სასჯელაღსრულების
ყველა დაწესებულებასთან
ამოქმედდება" -ნათქვამია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს განცხადებაში.
იხ.ბმული
internet.ge