იმის გამო, რომ აკრძალვის მიუხედავად, რუსი ტურისტები შტორმის დროს და ზოგადად, უმრავლეს შემთხვევაში ნასვამ მდგომარეობაში შედიან ზღვაში, აფხაზეთში პლაჟებზე აკრძალვა დააწესეს.
რუს ტურისტებს ზღვაში აღარ უშვებენ, სანაპიროებზე კი მილიცია პატრულირებს.
ბოლო პერიოდში უბედურმა შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.
არაფხიზელ მდგომარეობაში ბანაობის შემთხვევები დახრჩობით სრულდება.
ამის გამო სასტუმრო ‘’სან მარინოს", სადაც ძირითადად რუსი ტურისტები ცხოვრობენ, განსაკუთრებული კონტროლი აქვს დაწესებული თავის დამსვენებლებზე.
მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში სამაშველო სამსახურებმა, მიუხედავად იმისა, რომ შტორმის შესახებ გამოაცხადეს, ორი სამაშველო ოპერაცია ჩაატარეს.
- რესპუბლიკაში გუშინდელი დღიდან შტორმია გამოცხადებული. ყველაზე ძლიერი, გაგრაშია მოსალოდნელი, - თითქმის, 6-ბალიანი. მაგრამ ბანაობის აკრძალვა საერთოდ არ მოქმედებს ნასვამ მოქალაქეებზე რუსეთიდან. მოგვიწია დამატებითი პატრულების ორგანიზებამ, რომ ისინი წყალში არ ჩავუშვათ. სანაპიროზე მილიცია პატრულირებს – განაცხადა საგანგებო სამსახურის წარმომადგენელმა სურენ დანელიანმა.
internet.ge