ინდოელი გოგონები, რომლებიც
იშვიათი დაავადებით
არიან ავად,
რომელიც სხეულზე
თმების უსწრაფესად
ზრდას განაპირობებს,
უკვე 3 თვეა
მოსკოვის კლინიკაში
მკურნალობენ.
პაციენტები დები არიან.
მათი დაავადება
გენეტიკურია და
ჰიპერტრიხოზი ქვია.
მას, ასევე,
‘’მაქციას სინდრომსაც"
უწოდებენ.
პაციენტების ახლობლების თქმით,
გოგონები ბავშვობიდან
თავად ცდილობდნენ
სხეულიდან ზედმეტი
თმების მოშორებას,
თუმცა თმა
იმდენად ინტენსიურად
იზრდება, რომ
მსგავსი პროცედურების
ჩატარებას ფაქტობრივად,
რამდენიმესაათიანი ეფექტი
მოჰყვებოდა.
კლინიკაში ჯერ არ
იციან, რა
მეთოდები იქნება
საჭირო მკურნალობისათვის, რომ
გოგონებმა საზოგადოებაში დაბრუნება
შეძლონ.
დაავადება მამისგან გადაეცათ.
მათი დედა
12 წლის გათხოვდა.
ტრადიციის თანახმად,
საქმრო ქორწილამდე
ნანახი არ
ჰყავდა. შვილების
გაჩენის შემდეგ
კი მთელი
ოჯახისთვის ცხოვრება
კოშმარად იქცა.
ასეთი გარეგნობით
ნებისმიერი სამსახურის
შოვნაც კი
გოგონებისთვის შეუძლებელი
აღმოჩნდა.
პაციენტები მთელ მსოფლიოში
ცნობილები გახდნენ.
მათმა, როგორც
‘’მაქცია დების"
ისტორიამ მსოფლიო
მედია მოიცვა.
Internet.ge