ქალაქ ახმედაბადში გაიხსნა ტანსაცმლის მაღაზია სახელწოდებით ‘’ჰიტლერი". ბანერზე, სადაც ეს წარწერაა გაკეთებული, ასო i-ს სვასტიკაც ახატია.
ამ ფაქტმა ებრაელების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა მაღაზიის მეპატრონეს არ ესმის, რით არის გამოწვეული ებრაული თემის ეს აღშფოთება.
მან განაცხადა, რომ
ჰიტლერი უკიდურესად პედანტი ადამიანი იყო. სწორედ ასეთი თვისებების გამო
მაღაზიის მეპატრონის ბიძისათვის ჰიტლერი შეურქმევიათ.
თუმცა მას შემდეგ, რაც ამ ადამიანს ინტერნეტში ჰიტლერის ისტორია და საქმენი წააკითხეს, ის უმალ დათანხმდა მაღაზიის სახელწოდების შეცვლას, თუმცა ჯერ სავიზიტო ბარათებისა და მარკეტინგული საჭიროებებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.
Internet.ge