რეპორტაჟი სპეცოპერაციისას დაღუპული სამხედრო ექიმის ოჯახიდან (VIDEO)
00:21 31.08.2012
|
დღის სიახლეები
|
ინტერნეტ-ტელევიზია "ITV"-იმ სპეცოპერაციას შეწირულ ქართველი გმირზე, ვლადიმერ ხვედელიძე რეპორტაჟი მოამზადა.
სამხედრო ექიმი, 34 წლის ვლადიმერ ხვედელიძე, საქართველო-რუსეთის
საზღვრის დაღესტნის მონაკვეთთან მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა.
მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ, რომ მათ ერთადერთი იმედი
გამოეცალათ ხელიდან, ადამიანი, რომელიც მუდამ სხვებზე ზრუნავდა, იყო
მოსიყვარულე მამა და მეუღლე, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი.
ოჯახის წევრების, ნათესავებისა და მეგობრებისთვის ვლადიმერ ხვედელიძე მოუნელებელი ტკივილია, ტკივილი რომელიც ვერასდოს მოშუშდება.
საქართველო-რუსეთის საზღვართან ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი
ქართველი სპეცრაზმელი დაიღუპა, ხუთი კი დაიჭრა. დაღუპულთა შორის არიან შს
სამინისტროს თანამშრომლები სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ვლადიმერ ხვედელიძე სასიკვდილოდ მაშინ დაიჭრა, როცა პაციენტის - დაჭრილი ზურაბ ზურაბიშვილის გადასარჩენად ხეობაში შევიდა. მან პაციენტის გადარჩენა შეძლო...
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|