GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო მერაბიშვილმა სოფელ ქანდაში ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა
11:10 31.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქანდაში, ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი დაათვალიერა, მეურნეობაში დასაქმებულებს გაესაუბრა და პომიდვრის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა.

ბოსტნეულის სადემონსტრაციო ნაკვეთი პივოტური ირიგაციით ირწყვება და პირველი მსგავსი მეურნეობაა ამ მხარეში. ნაკვეთში დათესილია პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი, ბადრიჯანი და ბროკოლი. მიმდინარე წელს ნაკვეთში ერთ ჰექტარზე საშუალოდ 60-65 ტონა პომიდვრის მოსავლის აღება იგეგმება.

ნაკვეთში ახლომდებარე სოფლებიდან 150 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ კოტე კობახიძემ პრემიერ-მინისტრს გააცნო ნაკვეთში დანერგილი მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიები, რისი მეშვეობითაც მოსავლის რაოდენობა გაორმაგდა.

სადემონსტრაციო ნაკვეთში მოსავლის აღების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ნატახტარის სწრაფგამყინი ქარხანა დაათვალიერა, რომელიც ამჟამად სწორედ პომიდვირს მოსავალს იბარებს და საწარმოო პროცესს გაეცნო.

ნატახტარის ქარხანა ერთადერთია საქართველოში, რომელიც, თანამედროვე ტექნოლოგიებით, ხილისა და ბოსტნეულის გაყინვისა და ერთდროულად 3000 ტონამდე პროდუქტის ხანგრძლივად შენახვის საშუალებას იძლევა. ქარხნის მიერ მიღებული გაყინული პროდუქციის ექსპორტი, ძირითადად, ისეთ ქვეყნებში განხორციელდება, სადაც კლიმატური პირობების გამო, ნედლი ხილისა და ბოსტნეულის ფასი მაღალია. ექსპორტის გარდა, ნატახტარის სწრაფგამყინი ქარხანა ადგილობრივ ბაზარზე საკონდიტრო, სანაყინე და წვენების დამამზადებელ საწარმოებს მაღალი ხარისხის ნედლი პროდუქტით მოამარაგებს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ელმან აბდულაევი: აზერბაიჯანსა და საქართველოს სადაო არაფერი აქვთ1
რუვენ რივლინი: ჩემი ვიზიტის დროს ველოდები, რომ უფრო მეტს შევიმეცნებ თქვენი ქვეყნის შესახებ2
გივი თარგამაძე კალაძისა და „კალა კაპიტალის“ ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობს3
დღეიდან სამაგიდო სიების მონიტორინგი იწყება4
ბიუროს სხდომაზე ლოპოტას ხეობაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X