გიორგი ახვლედიანი პარლამენტს მიმართავს – შიდა ქართლში, ნაკვეთების მოხვნის საფასურის გაორმაგების მიზეზები შეისწავლოს
“ქრისტიან-დემოკრატები” პარლამენტს მოუწოდებენ - შიდა ქართლში, ნაკვეთების მოხვნის საფასურის გაორმაგების საკითხით დაინტერესდეს.
როგორც
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, გასულ წელს, მიწის მოხვნის საფასური 1 ლარს არ აღემატებოდა, მაგრამ
წელს, გლეხებს ერთი მეასედის მოხვნაში – 2-2,5 ლარს სთხოვენ.
მის
თქმით, მიწის დამუშავების საფასურის გაზრდის ფონზე, მხოლოდ მინიმალური ოდენობით - 5 თეთრის ფარგლებში არის შეცვლილი საწვავის ღირებულება.
„მოხვნის საფასური თავდაპირველად აგრო სერვის-ცენტრებში გაიზარდა და შემდგომში, 2 ლარიანი ტარიფი კერძო სექტორმაც დააწესა. ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თქვენს მიერ შემოყვანილი ტრაქტორები გლეხებისთვის სრულიად ხელმიუწვდომელია. თუ ზომები არ გატარდა, მიწის დამუშავების საფასურის გაზრდას აუცილებლად მოჰყვება მათ მიერ მოწეული სოფლის მეურნეობის პროდუქციის გაძვირება“, – დასძინა მან.
Internet.ge