სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში” დღეს, სკოლამდელი განათლების საგრანტო პროექტების პრეზენტაცია გაიმართა. განათლების
სამინისტროს ინფორმაციით, პროექტებს სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი
განათლების
განვითარების
დეპარტამენტი,
გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF)
ხელშეწყობითა
და ფინანსური მხარდაჭერით, მეოთხე წელია ახორციელებს.
სკოლამდელი
სააღმზრდელო
დაწესებულებებისთვის
პროექტების
ფარგლებში
უკვე შექმნილია შემდეგი რესურსები: ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები; საბავშო ბაღის აღმზრდელის დამხმარე სახელმძღვანელო;
სკოლამდელი
აღზრდის დაწესებულების ფიზიკური გარემო-პრინციპები და პრაქტიკა; სკოლამდელი ასაკის ბავშვთა შეფასების ფორმა; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მართვის გზამკვლევი; სკოლამდელი განათლების პროგრამა.
2011-2012 წლებში, სკოლამდელი განათლების სფეროში მშობელთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში მშობელთა ცენტრები შეიქმნა. გამოიცა მშობლისა და აღმზრდელის
წიგნი ”თამაშები და აქტივობები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის”,
რომელიც საქართველოს ყველა სახელმწიფო ბაღს უსასყიდლოდ გადაეცემა.
საქართველოს
13 მუნიციპალიტეტში
კვალიფიკაცია
562-მა აღმზრდელმა
აიმაღლა, მათ ტრენინგი პროექტის ფარგლებში გადამზადებულმა
6 უმაღლესი
სასწავლებლის
პროფესორ-მასწავლებლებმა ჩაუტარეს.
საქართველოს
6 მუნიციპალიტეტში
ეთნიკური უმცირესოებების სკოლამდელი განათლების 8 ცენტრი შეიქმნა, სადაც პილოტირება ეთნიკური უმცირესობებისთვის
შექმნილმა
სპეციალურმა
საგანმანათლებლო
პროგრამამ
გაიარა. პროგრამა სკოლამდელი განათლების საფეხურზე ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. პილოტირებაში მონაწილეობა
147-მა ბავშვმა მიიღო.
2012 წლის ივნისში სკოლამდელი განათლების კვირეული ჩატარდა; სკოლამდელი განათლების მნიშვნელობასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად საინფორმაციო ტიპის ბუკლეტები შეიქმნა, დამზადდა სატელევიზიო სოციალური სარეკლამო რგოლი.
internet.ge