კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ტელეკომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს
კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიაში დღეს სამაუწყებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე
საარჩევნო
პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის შესახებ მეცხრე დადგენილებით გათვალისწინებულ
მოვალეობებზე გამახვილდა ყურადღება.
კომისიის
წარმომადგენელების თქმით, მათ ეს შეხვედრა, საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე გამართეს და ყველა სადავო საკითხზე ტელეკომპანიების
წარმომადგენლებს
დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ამასთან, კომისიის წარმომადგენლებმა მაუწყებლებს დადგენილებასთან
დაკავშირებით,
დამატებითი
განმარტებებიც მიაწოდეს.
Internet.ge