GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროში სპეციალური თათბირი გამართა
18:39 31.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სპეციალური თათბირი გამართა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიების, წამყვანი კლინიკების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თათბირზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელმისაწვდომი ჯანდაცვის უზრუნველყოფის ახალი სამთავრობო პროგრამის ამოქმედების შედეგად, 1 სექტემბრიდან მკვეთრად გაიზრდება სამედიცინო ცენტრებში მიმართვიანობა და კლინიკებს მიაკითხავს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც შესაძლებლობის არქონის გამო, ექიმთან 10-15 წელია არ ყოფილან.

ვანო მერაბიშვილის თქმით, კლინიკები და სადაზღვევო კომპანიები აღნიშნულ გამოწვევას მომზადებულები უნდა შეხვდნენ და ჯანდაცვის სამინისტრო მათ ყველანაირად მხარში უნდა ამოუდგეს.

ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა დეტალურად მოახსენა პრემიერ-მინისტრს იმ ღონისძიებებზე, რომლითაც მისი უწყება ეხმარება კლინიკებსა და სადაზღვევო კომპანიებს გაზრდილ მიმართვიანობასთან გამკლავებაში. მისი განცხადებით ჯანდაცვის სამინისტრომ ტრენინგი ჩაუტარა 300 ადამიანს, რომლებიც განთავსდებიან ყველა კლინიკაში და ხელს შეუწყობენ არა მარტო რიგების მართვას, არამედ განუმარტავენ ახლად დაზღვეულებს პოლისის გამოყენების წესს. 

გარდა ამისა, სამინისტრომ უკანასკნელი კვირების განმავლობაში აქტიურად გამოიყენა მედია საშუალებები რათა გაეცნო მოსახლეობისთვის პოლისის მოქმედების წესი. შედეგად, ჭიაბერაშვილის განცხადებით, მისი უწყება მზად არის გაუმკლავდეს ყველა იმ პრობლემას, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ჯანდაცვის სისტემაში, მას შემდეგ, რაც იგი 1 სექტემბრიდან დაზღვეულების ახალ ნაკადს მიიღებს.

2012 წლის 1 სექტემბრიდან სახელმწიფო დამატებით აზღვევს ყველა ასაკით პენსიონერს,  5 წლის ჩათვლით ასაკის ყველა ბავშვს, ყველა სტუდენტს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ბავშვს - ჯამში დაახლოებით მილიონ ადამიანს. შედეგად, 1 სექტემბრიდან დაზღვეულთა საერთო რაოდენობა 2.4 მილიონი მოქალაქე იქნება, რის გამოც სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტთა მიმართვიანობის მკვეთრი ზრდა არის მოსალოდნელი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი დასაქმების სააგენტოს ესტუმრა1
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს2
ირაკლი სესიაშვილი: სარეზერვო სისტემის ძირეული რეფორმირება მოხდება3
დავით ბაქრაძე: ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ორხელისუფლებიანობა არ იქნება4
ივანიშვილი: მიკვირს რატომ არ ბრუნდებიან სომხები სამშობლოში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X