თბილისის მერია პუშკინის ქუჩაზე აღმოჩენილ უძველესი გალავნის
აღდგენაზე მუშაობს. მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ
დაათვალიერა და ვითარებას ადგილზე გაეცნო.
როგორც ცნობილია პროექტის განხორციელების შემდეგ, შენარჩუნდება ღია
სივრცე, გაკეთდება საფეხმავლო ბილიკები და შენობებთან დაკავშირება ხიდებით იქნება
შესაძლებელი.
ისტორიული გალავნის პარალელურად ასევე, პუშკინის ქუჩაზე რეკონსტრუქია
უტარდება 12 ნაგებობას, იცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები.
აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები, სექტემბრის ბოლოს დასრულდება.
Internet.ge