წერეთლის გამზირს და მის მიმდებარე ქუჩებს დილიდან წყალი არ მიეწოდება.
როგორც
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ აცხადებენ, შეზღუდვის მიზეზი ავარიული
დაზიანებაა. მათი ინფორმაციით, წყლის მიწოდება, სავარაუდოდ დღის ბოლოს აღდგება.
ამ
დროისათვის დაზინებულ მონაკვეთზე კომპანიის ტექნიკური ბრიგადები დაზიანებული ადგილის სამძებრო სამუშაოებს აწარმოებენ, რის შემდეგაც წყალმდენზე საავარიო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.
Internet.ge