GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ალიანტე 2012" -ის ფინალი გაიმართა
14:22 01.09.2012
დღის სიახლეები

საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ეროვნული კონკურსის "ალიანტე 2012" -ის ფინალი გაიმართა. კონკურსის დასკვნით საზეიმო ღონისძიებაზე მონაწილეებს სერთიფიკატები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაია სიფრაშვილმა გადასცა.

თავდაცვის სამინსიტროს ინფორმაციით, საფინალო შეჯიბრებებში, რომელიც 29 აგვისტოს დაიწყო და დღეს დასრულდა სულ 25 გუნდი მონაწილეობდა. თითოეულ გუნდში 2 ახალგაზრდა იყო წარმოდგენილი. ფინალში გასული კონკურსის მონაწილეები ერთმანეთს როგორც ინტელექტუალურ ისე ფიზიკურ ასპარეზობაში შეეჯიბრნენ.

„საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით მოეწყო შეჯიბრებები ხელოვნურ კედელზე ცოცვაში და სხვადასხვა სირთულის დაბრკოლებათა ზოლის გადალახვაში. ახალგაზრდები ერთმანეთს საცეცხლე მომზადებაშიც შეეჯიბრნენ. კონკურსის თითოეულმა მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6 ვაზნა 100 მეტრიან სამიზნეზე ისროლა. ყოველი ეს ტურნირი პროფესიონალი ქართველი სამხედრო ინსტრუქტორების ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდა. ეროვნული კონკურსი "ალიანტე 2012" არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალი თაობა - ახალი ინიციატივა"-ს მიერ 2008 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, უსაფრთხოების, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით.

ეროვნული კონკურსში "ალიანტე 2012" მონაწილეთა რეგისტრაციის დროს რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სულ დარეგისტრირდა 2700 გუნდი. ფინალში გასული 25 გუნდიდან კი გამოვლინდა 6 გამარჯვებული ახალგაზრდა, რომლებიც ჩეხეთის პარტნიორი ორგანიზაციის "ევროატლანტიკური ასოციაციის" თანამშრომლობის ფარგლებში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩეხეთს ეწვევიან. ეროვნული კონკურსის მხარდამჭერები არიან საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საინფორმაციო ცენტრი ნატო-ს შესახებ და ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში“,- ნათქვამია განცხადედბაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნესტან კირთაძე ბრიუსელში აფხაზებთან და ოსებთან დაახლოების საკუთარ გეგმაზე მუშაობს1
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება2
მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა3
"ალიანტე 2012" -ის ფინალი გაიმართა4
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X