ქალაქ თბილისის მერმა გიგი უგულავამ სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის
მიმდინარეობა პირადად შეამოწმა.
მისი თქმით, მთავარი მიზანი დაზღვეულთა სრულფასოვანი მომსახურებაა.
„90- ანი წლებიდან სახელმწიფომ საკუთარ მოსახლეობაზე პასუხისმგებლობა
მოიხსნა. დღეს კი დაიწყო ის ეტაპი, როდესაც ვცდილობთ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ძალიან
უჭირს, სამედიცინო დაზღვევის გარეშე არ
დარჩეს“,- განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, შემდეგი ეტაპი საშუალო ასაკის ადამიანებს შეეხებათ.
„სახელმწიფო ნებისმიერ ადამიანს მინიმალური დაზღვევით უზრუნველყოფს“,-
დასძინა მერმა.
სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამა დღეიდან ამოქმედდა. ნულიდან 5
წლამდე ბავშვები, სტუდენტები, შეზღუდული
შესაძლებლობების მქონე პირები და ასაკით პენსიონერები სადაზღვეო პაკეტის სრული
მომსახურებით ისარგებლებენ.
ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, დაზღვეულთა
მაჩვენებელმა 2 მილიონ ოთხასი ათასს მიაღწია.
internet.ge