საქართველოს
პრეზიდენტი
დღეს ოზურგეთის სამედიცინო ცენტრს ესტუმრა და პირადად დაესწრო იმ პენსიონერთა და 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მომსახურების პროცესს, რომლებსაც დღეიდან მკურნალობა უკვე სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში შეეძლებათ.
პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა და ახალი პროგრამის მიმდინარეობის დეტალებთან დაკავშირებით, ინფორმაცია დაზღვეული პაციენტებისგანაც
მიიღო.
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 2 მილიონ 400 ათასი ადამიანია დაზღვეული, რომელთა შორის არიან ასაკით პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სტუდენტები და 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
internet.ge