ჭიაბერაშვილი: სადაზღვეო პროგრამებთან დაკავშირებით ამ დროისათვის რაიმე სახის პრეტენზია არ დაფიქსირებულა
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, სადაზღვეო პროგრამის
ამოქმედების პირველ დღესთან დაკავშირებით შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა.
მინისტრის ინფორმაციით, ამ მომენტისათის რაიმე სახის პრეტენზია,
მოსახლეობის მხრიდან არ დაფიქსირებულა. სამინისტრო კი საგანგებო რეჟიმში
განაგრძობს მუშაობას.
ჭიაბერაშვილის განცხადებით დღეს, სადაზღვეო პაკეტით 4756 დაზღვეულმა
ისარგებლა, ძირითად დატვირთვას კი, კლინიკები ორშაბათიდან ელოდებიან.
„ძალიან რთული პროცესია, როდესაც ერთბაშად მილიონამდე
ადამიანის დაზღვევა იწყება. არ არის გამორიცხული რაღაც ხარვეზები იყოს, თუმცა ჩვენ
ყველაფერზე რეაგირებას მოვახდენთ და სწორედ ამიტომ სამინისტრო მუშაობას საგანგებო
რეჟიმში განაგრძობს“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
internet.ge