აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ლევან
ვარშალომიძე, აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, თემურ
გაბაიძესთან ერთად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სახელმწიფო დაზღვევის
მიმდინარეობას გაეცნო.
ლევან ვარშალომიძე პაციენტებს და მედპერსონალს გაესაუბრა და დაზღვეულთა
მომსახურების პირობებით დაინტერესდა.
ახლად დაზღვეულთა სრულყოფილი მომსახურების მიზნით,
რეგიონის ყველა პოლიკლინიკა და საავადმყოფო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
აჭარაში დაზღვევის ახალი პროგრამით უკვე 81-მა პაციენტმა ისარგებლა. ერთ-ერთ
მათგანს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია.
დღეიდან სახელმწიფო დამატებით აზღვევს ყველა
ასაკით პენსიონერს, 5 წლის ჩათვლით ასაკის ყველა ბავშვს, ყველა სტუდენტს, მკვეთრად
გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირსა და შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ყველა ბავშვს - ჯამში დაახლოებით მილიონ ადამიანს.
internet.ge