საქართველოს ბანკის პრესმდივანი: Maroon 5-ის სიმღერა საავტორო უფლებების სრული დაცვით გამოვიყენეთ (VIDEO)
“საქართველოს
ბანკის“ პრესმდივანი სოფო ბალავაძე
ამბობს, რომ ბანკის სარეკლამო რგოლში გამოყენებული Maroon 5-ის სიმღერა “Moves
Like Jagger” ბანკმა საავტორო უფლებების სრული დაცვით გამოიყენა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ბალავაძემ განუცხადა, საქართველოს
კანონმდებლობის გათვალისწინებით „საქართველოს ბანკმა“, სანამ კლიპს Maroon 5-ის
სიმღერას დაადებდა საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციას მიმართა და
ნებართვა მათგან აიღო.
"ყოვეთვის ასე ხდება, როდესაც კლიპისთვის ვიყენებთ მსოფლიო
ჰიტს,
მივმართავთ საქართველოს საავტორო უფლებების დაცვის ორგანიზაციას, ვიხდით შესაბამის
საფასურსაც“,- აღნიშნა ბანკის პრესმდივანმა.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „ექსპრესნიუსმა“ ინფორმაცია
გაავრცელა რომლის მიხედვითაც Maroon 5-ის პროდიუსერი „საქართველოს ბანკს“ საავტორო
უფლების დარღვევისთვის უჩივლებს.
internet.ge