სახელმწიფო დაზღვევის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან
დაკავშირებით, ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის.
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით,
ყველა სამედიცინო დაწესებულება ახალი ბენეფიციარების მისაღბად სრულ მზადყოფნაშია. ასევე
მუშაობს ცხელი ხაზი და შექმნილია მონიტორთა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ხარვეზების არსებობის
შემთხვევაში პრობლემების მოგვარებაზე იმუშავებს.
ზურაბ ჭიაბერაშვილი დღეს დილიდან განაგრძობს
პოლიკლინიკებში მოქალაქეებისთვის სამედიცინო სერვისების მოწეოდების პროცესის
შემოწმებას, პროგრამის ამოქმედების პირველ
დღეს, თბილისის მასშტაბით მინისტრი 16 სამედიცინო ცენრტს სტუმრობდა.
დღეს, ზურაბ ჭიაბერაშვილი გლდანში მდებარე სამედიცინო
ცენტრის მედპერსონალს შეხვდა და ექიმებს განუმარტა, რომ პროგრამის ერთ-ერთი
მთავარი პრიორიტეტი მოქალაქეებისთვის გამარტივებული მომსახურების მიწოდებაა.
მოსახლეობის საყოველთაო დაზღვევა 1-ელი
სექტემბრიდან ამოქმედდა. სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში საქართველოში 2 მილიონ 400 ათასი ადამიანია დაზღვეული, რომელთა შორის არიან ასაკით პენსიონრები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, სტუდენტები და 6 წლამდე ასაკის ბავშვები.
Internet.ge