პრემიერმა დაბა სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაბა
სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის
სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობას 4 წლიანი
სამოქმედო გეგმით აქვს ვალდებულება მოაგვაროს წყალმომარაგების პროლემა საქართველოს
ყველა რაიონში.
პროექტი, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
ახორციელებს, ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით 1000კუბური ლიტრის
მოცულობის მქონე სასმელი წყლის ორი რეზერვუარის მშენებლობას და წყალმომარაგების შიდა
ქსელის განახლებას დაბა სურამში. სამუშაოები 2013 წლის აპროლში დასრულდება, რის შემდეგაც
სურამი სუფთა წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.
პროექტში, რომელიც ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება,
70-მდე ადგილობრივია დასაქმებული.
internet.ge